უცხოეთი
დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი ვაშინგტონში მიიწვია

     საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი შემოდგომაზე ვაშინგტონში მიიწვია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა განაცხადა.

„ჰელსინკიში პრეზიდენტები ორი ქვეყნის უშიშროების საბჭოს სამუშაო ფორმატში დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხში მის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს შემოდგომაზე პრეზიდენტ პუტინის ვაშინგტონში მოწვევა თხოვა. აღნიშნული საკითხი უკვე განიხილება“,- ამის შესახებ სარა სანდერსმა სოციალურ ქსელ, Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.

ცოტა ხნის წინ, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან ახალ შეხვედრას მოუთმენლად ელოდება, სადაც პრეზიდენტი კრემლის ლიდერთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ისრაელის უსაფრთხოების და კიბერთავდასხმების საკითხებს განიხილავს. აშშ-ის ლიდერის თქმით, მეორე შეხვედრაზე ლიდერები ჰელსინკის სამიტზე განხილული თემების რეალიზებას შეძლებენ.

1tv.ge