სამართალი
სუს-მა 15 აფთიაქში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

     საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ქურდაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის გამოსავლენად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, თბილისსა და გორში 15 სააფთიაქო დაწესებულებაში სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული საშუალებები რეცეპტის გარეშე შეისყიდეს, რითაც უტყუარად დადასტურდა გარემოება, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია უკონტროლოდ ხორციელდება“, – აცხადებენ სუს-ში.

მათივე ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და გორში ჩაატარეს ჩხრეკა შემდეგ სააფთიაქო დაწესებულებებში: შპსენელა“, შპსნალი“, შპსფარმა 2016“, შპსფარმაგიდი+“, შპს.. ფარმა“, შპსმულტი ვსლ“, შპსდათუჩა“, შპსსან ფარმა“, შპსნინფარმი“, შპსიმედი+“, შპსნანფარმა“, შპსფარმა-27“, შპსნათი+“, შპსპოლისიფარმადა შპსიმედი“.

სუს-ის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით გადამალული ფსიქოტროპული პრეპარატები, ე.წ. შავი ბუღალტერია და აფთიაქების საქმიანობის ამსახველი კომპიუტერული მონაცემები.

„საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება ყველა იმ პირის გამოსავლენად, ვინც მფარველობს და ხელს უწყობს ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ გავრცელებას“, – აცხადებენ სუს-ში.