აქტუალური
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო

     საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები. „ქართული ოცნებისთვისშიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მპგქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსსამდივნო ერთხმად ადგენს, პარტიიდან გაირიცხოს მპგქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსწევრი, დავით ჭიჭინაძე“, - აღნიშნულია სამდივნოს გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილებას ხელს აწერს ქართული ოცნების სამდივნოს ხუთივე წევრი: კახ კალაძე - გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე - აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი - პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი - საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე - რეგიონული მდივანი.