აქტუალური
საქართველო და უკრაინა რუსეთისადმი ევროკავშირის სანქციების გაგრძელებას შეუერთდნენ

     საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. საქართველო და უკრაინა რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის არალეგალური ანექსიის გამო ევროკავშირის სანქციების გაგრძელებას შეუერთდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

„2018 წლის 18 ივლისს ევროკავშირის საბჭომ 2019 წლის 18 ივნისამდე გაახანგრძლივა შემზღუდავი ზომები ყირიმთან დაკავშირებით. კანდიდატი ქვეყნები მონტენეგრო და ალბანეთი, ევროპული თავისუფალი სავაჭრო ზონის წევრი ნორვეგია, ასევე საქართველო და უკრაინა რთდებიან ამ ზომებს. ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათი ნაციონალური პოლიტიკა შეესაბამებოდეს საბჭოს გადაწყვეტილებას. ევროკავშირი ითვალისწინებს ამ მხარდაჭერას და მიესალმება მას“, – ნათქვამია დოკუმენტში.