სამართალი
არსებული ინფორმაციით, 10 ოპოზიციური პარტიის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება

     საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. 10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების - „ძალა ერთობაშია“ - კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარ ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე იქნება.

შეგახსენებთ, ათმა ოპოზიციურმა პარტიამ ახალი გაერთიანება "ძალა ერთობაშია" შექმნა, რომელმაც საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელა.

სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრები არიან: „ახალი საქართველოსთვის“ - ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ემსახურე საქართველოს“ - მურმან დუმბაძე; „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ - ბაჩუკი ქარდავა; "სახელმწიფო ხალხისთვის" - ნიკა მაჭუტაძე; "ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ - შოთა მალაშხია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკანორ მელია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ - ზურაბ ხარატიშვილი; "ახალი საქართველო" - გიორგი ვაშაძე; "საქართველო ლიდერთა შორის" - მამუკა გამყრელიძე; "საქართველოს ევროპელი დემოკრატები" - პაატა დავითაია. აღნიშნულმა პარტიებმა დეკლარაციას ხელი ორშაბათს მოაწერეს.