სამართალი
მდინარე დიდ ლიახვს შიდა ქართლში ცხედრები ჩამოაქვს

     საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. მდინარე დიდ ლიახვს შიდა ქართლში ცხედრები ჩამოაქვს – ორი დაღუპული ბოლო ორი დღის განმავლობაში. ჯერჯერობით ცხედრების იდენტიფიცირება არ მომხდარა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

უცნობია, ეტყობათ თუ არა მათ ძალადობის კვალი.