უცხოეთი
დონალდ ტრამპი - ურთიერთობის დალაგება კარგია, მსოფლიოს ამის ნახვა სურს

     საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთეს.

დონალდ ტრამპმა პუტინს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი იყო .

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ლიდერები არაერთ საკითხზე ისაუბრებენ, სავაჭრო საკითხებით დაწყებული, ჩინეთით დასრულებული.

„ ერთად კარგი შესაძლებლობა გვაქვს, ურთიერთობის დალაგება კარგია. მსოფლიოს ამის ნახვა სურს. ჩვენ მსოფლიო ბირთვული არსენალის 90 პროცენტს ვფლობთ და ეს არის არის კარგი. ეს ცუდია და იმედი მაქვს, ამაზე ვისაუბრებთ. ეს არ არის პოზიტიური ძალა, ეს ნეგატიური ძალაა“,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

1tv.ge