საზოგადოება
გალის რაიონში აფხაზური პასპორტების ბუმია

afxazuri_pasporti2გალის რაიონში აფხაზური პასპორტების აღების მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. საპასპორტო განყოფილებასთან დიდი რიგები დგას. ყველა მსურველის დაკმაყოფილება ერთბაშად შეუძლებელია. ,,გალის საპასპორტო განყოფილებაში რომ მივედი საბუთების ჩასაბარებლად, რათა აფხაზური პასპორტი ავიღო, იმდენი ხალხი ირეოდა მიტინგი მეგონა,’’ – აღნიშნა ერთ-ერთმა თვითმხილველმა. აღშფოთებას თურმე ვერც აფხაზი ჩინოვნიკები მალავენ.

,,ასეთი რა დაგემართათ ამ ქართველებს, რომ ყველანი აფხაზურ პასპორტებს ითხოვთო,’’ – განუცხადებია ერთ-ერთ აფხაზ სახელმწიფო მოხელეს.

 

პირველ რიგში იმათ აკმაყოფილებენ, რომლებმაც გასულ წლებში ჩააბარეს საბუთები. ხოლო ახალსაბუთჩაბარებულებს პასპორტის აღებამდე ცნობებს აძლევენ. აფხაზური პასპორტის მფლობელებს უფლება ეძლევათ, საზღვარგარეთის პასპორტები აიღონ. აფხაზური პასპორტის აღების მსურველთა შორის მრავლად არიან აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნიც. აფხაზური პასპორტის აღებისას მათ არ აიძულებენ, უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე. გასულ წლებთან შედარებით, აფხაზური პასპორტების აღების პირობები უფრო გაიოლდა.