შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

     საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე წლის 11 ივლისს, ღამით მესტიის რაიონული საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით 1993 წელს დაბადებული .. შეიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში ლ.ფ. გარდაიცვალა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს მესტიაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში .- და მის ორ მეგობარს დაუდგენელმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კი .. ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.