საქართველო - ნატოს დეკლარაციის მოლოდინში
პოლიტიკა
საქართველო - ნატოს დეკლარაციის მოლოდინში

     საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. იმედი გვაქვს, რომ ნატოს ამ სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ აისახება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ სამიტზე ნატო კიდევ ერთხელ იტყვის, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ალიანსში გაწევრიანების კუთხით და ამ ინსტრუმენტების იმპლემენტაციის პროცესში ქვეყანას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი.

გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი, რომელიც იქნება მიღებული ნატოში მიწვევასთან ერთად. ჩვენ ველოდებით ნატოს დეკლარაციას. მიმდინარეობს მუშაობა ტექსტზე. ტექსტზე მუშაობენ ნატოელი პარტნიორები. გვაქვს იმედი, რომ ნატოს ეს სამიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და სათანადოდ აისახება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.