სამართალი
დაკავებულს ბრალად ედება აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობა - ნათია მეზვრიშვილი

     საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ვერსია, რომელიც გამოძიებამ დაადგინა, არის ის, რომ დაკავებულ პირს ედება ბრალად ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობა, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ხადას ხეობაში მკვლელობის საქმეზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით – დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის წარედგინება, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება.

როგორც მოგეხსენებათ, გამოძიების საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. ბრალდებულს ბრალი უნდა წარედგინოს დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში. ამ ეტაპზე ის ვერსია, რომელიც გამოძიების მიერ არის დადგენილი, არის ის, რომ მას ბრალად ედება ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობა. კერძოდ, იმ პირს, რომელიც ჩვენ გუშინ დავაკავეთ. თუმცა, გამოძიება გრძელდება, კომპლექსური საქმეა, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და განსხვავებული შედეგი თუ გამოიკვეთება, ბუნებრივია, ამის შესახებ ინფომაციას მოგაწვდით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ხადას ხეობაში საქართველოს და ამერიკის ორმაგი მოქალაქეები, სმიტების ოჯახი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. მოგვიანებით ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. მათი 4 წლის შვილის ცხედარი კი ჩანჩქერის მახლობლად დამარხული აღმოაჩინეს. მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შსს- ინფორმაციით, 4 ივლისს ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას .- სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა .- და მის შვილს. ხოლო . . შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.