აქტუალური
რუსეთის საელჩო აშშ-ში CIA-ს რუსეთის რუკის განახლებას სთხოვს

     საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი-2018-ის მეოთხედფინალის მონაწილეებისადმი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მილოცვის პასუხად რუსეთის საელჩომ აშშ-ში მას რუსეთის ფედერაციის რუკის განახლება და ყირიმის დამატება ურჩია.

რუსეთ-ხორვატიის მატჩის წინ CIA-მ თავის ტვიტერში „CIA-ს ფაქტების მსოფლიო წიგნიდან“ ამონარიდები განათავსა. ერთ-ერთ ტვიტში მოტანილი იყო ქვეყნის რუკა, მეორეში კი - საბაზისო სტატისტიკური მონაცემები მის შესახებ. „მოლოცვა მიღებულია, „ცე-ერ-უ“. გეთაყვა, რუსეთის თქვენეული რუკა და სტატისტიკა განაახლეთ“, - დაწერეს აშშ-ში აკრედიტებულმა რუსმა დიპლომატებმა ტვიტერში. შეტყობინებას რფ-ის საელჩოს თანამშრომლებმა რუსეთის რუკა მიამაგრეს მის შემადგენლობაში შეყვანილი ყირიმით, და უფრო ახალი მონაცემები დაურთეს რუსეთის მოსახლეობისა და ფართობის შესახებ.