უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი დაქორწინდა

     საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. ყოფილი პრეზიდენტის რძალი აქტიურად სწავლობს ქართულ ენას
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ვაჟი ედუარდი დაქორწინდა თავის შეყვარებულზე სუორტმორის კოლეჯიდან (პენსილვანია) ადინა მელვუს–პეტრუსზე.

ყოფილმა პრეზიდენტმა თავის Facebook–გვერდზე დაწერა, რომ ის ამერიკაში, ფილადელფიაში თავისი ვაჟის ქორწილში გაემგზავრა.„როგორ ჩქარა მიჰქრის დრო… თითქოს ჯერ კიდევ გუშინ ვიდექით ჩვენ ჯვრისწერაზე ამერიკაში (არადა, ეს იყო დიდი ხნის წინ,1993 წელს). ფოტოზე ჩემი ვაჟის, ედუარდის გვერდით ადიან მელვუს–პეტრუსია, ჩვენი ოჯახის ახალი წევრი. აქ კიდევ, ჩვენთან და სანდრასთან ერთად არიან ჩვენი უმცროსი, ნიკოლოზი, დედაჩემი და სანდრას მამა“, – დაწერა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ედუარდი რადიოპროგრამების პროდიუსერად მუშაობს და თანამშრომლობს BBC–ისთან National Public Radio–სთან. რაც შეეხება ადინას, ის არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და ინტენსიურად სწავლობს ქართულ ენას.

sputnik-georgia.com