აქტუალური
საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა რეალობა გახდება

     საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონში საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" შესწორებების განხილვას შეუდგა. შესწორებები ქვეყანაში ორმაგი მოქალაქეობის" ცნების შემოღებას ითვალისწინებს.

საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წლის ოქტომბერში მიღებული შესწორებების თანახმად, ადამიანისთვის ქართული მოქალაქეობის ჩამორთმევა იკრძალება. სანამ არ ამოქმედდება ცვლილებები ორგანულ კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ", ის, ვინც სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდება, მას ავტომატურად ჩამოერთმევა საქართველოს მოქალაქეობა.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს, გარკვეული პირობებისას, ორმაგი მოქალაქეობის უფლება უნდა ჰქონდეს.

პირველ შემთხვევაში, თუ მანამდე, სანამ ადამიანი სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდება, საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღებს თავისი მოქალაქეობის შენარჩუნების ნებართვას. ამასთან, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მოქალაქეობის მიღების სურვილიც აქვს ამ ადამიანს, ან ის ამ ქვეყანაში კანონიერ საფუძვლებზე ცხოვრობს და მუშაობს ხუთი წლის განმავლობაში.

ამას გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობაჩამორთმეულ ადამიანს უფლება ექნება, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში სამოქალაქო რეესტრს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით მიმართოს.

ცვლილებები შეეხება ასევე მოქალაქეობის მინიჭებას გამონაკლის შემთხვევებში. თუ ადრე ეს საკითხი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე წყდებოდა, ახლა საქართველოს მოქალაქეობის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: უცხოელი საქართველოს მიიჩნევს თავის სამშობლოდ და ის ან მისი წინაპარი იძულებით გადაადგილებული პირია აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონიდან, ან წავიდა ემიგრაციაში პოლიტიკური ან დუხჭირი ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

გამონაკლის შემთხვევებში მოქალაქეობის მინიჭების დროს ასევე გათვალისწინებული იქნება, არის თუ არა უცხოელი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს თავის სამშობლოდ მიიჩნევს, განუხორციელებია ან ახორციელებს თუ არა ის რაიმე ინვესტიციას, რომელმაც შეიტანა ან რომელსაც შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში სერიოზული წვლილი, ან წარმატებულია თუ არა უცხოელი სპორტში, მეცნიერებაში ან ხელოვნებაში, თუ მას ამ საქმიანობის გაგრძელება საქართველოს სახელით სურს.

ასევე ორიდან ხუთ წლამდე იზრდება საქართველოში ცხოვრების სავალდებულო ვადა, როდესაც მოქალაქეობის მიღება სურს ქვეყნის მოქალაქის მეუღლეს გამარტივებული წესით, თუ მან იცის ქართული ენა, ისტორია და სამართლის საფუძვლები.