უცხოეთი
დონალდ ტრამპის კრიტიკულ წერილს ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა უპასუხეს

     საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილს პასუხობენ.

ბრიუსელში, 11-12 ივლისს დაგეგმილ სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკმაოდ კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის ნატო-ს წევრებს სამხედრო ხარჯების გამო აკრიტიკებდა.

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ნორვეგია იმაზე მნიშვნელოვად მეტს იხდის, ვიდრე გათვალისწინებულია. ქვეყანა ბიუჯეტის დაახლოებით 27 პროცენტს მსხვილ სამხედრო პროგრამებზე ხარჯავს, მათ შორის ამერიკული ვერტმფრენების გაშვებაზე და რამდენიმე წელიწადში ამ მაჩვენებლის 33 პროცენტამდე გაზრდას აპირებს.

ტრამპის წერილს კანადის თავდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა, რენე ფიიატრო აცხადებს , რომ კანადა მხარს უჭერს თავდაცვის ხარჯების გაზრდას.

უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, 2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე ალიანსის წევრები შეთანხმდნენ , რომ სამხედრო ხარჯებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს გამოყოფდნენ.

1tv.ge