უცხოეთი
ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქდა

     საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულ შტატებში პატიმრობაში მყოფი ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე ადგილობრივმა სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა.

ამის შესახებ ინფორმაცია მოკრივის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. სპორტსმენს სხვა ბრალდებებთან ერთად ნარკოტიკებითა და იარაღებით ვაჭრობას და საბუთების გაყალბებას ედავებოდნენ. სასამართლომ ხურციძე უდანაშაულოდ ბრალდების სწორედ ამ ნაწილში ცნო.

„სასამართლომ გარკვეულ საკითხებში გამამართლა. დარჩა ორი ბრალდება – რეკეტი და „გემბლინგი“ (უკანონო აზარტული თამაშები), მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები. სავარაუდოდ ერთ წელში გამანთავისუფლებენ.“ – განაცხადა ავთანდილ ხურციძემ.

1tv.ge