აქტუალური
რუსეთის პოზიცია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით უცვლელია - დიმიტრი პესკოვი

     საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კრემლის წარმომადგენლის თქმით, ალიანსის წევრების მიმართ დონალდ ტრამპის კრიტიკა ნატოს შიგნით განსახილველი საკითხია.

ეს არის თავად ნატოს ორგანიზაციაში განსახილველი საკითხი. თქვენ იცით ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება ნატოს მიმართ. ნატოკონფრონტაციის ეპოქის შვილია და ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია კონფრონტაციის მიზნებისთვის“, – აღნიშნა პესკოვმა.

ჩვენ ვხედავთ ჩვენს საზღვრებთან ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივ მოახლოებას. ჩვენი პოზიცია ამ პროცესთან დაკავშირებით კარგადაა ცნობილი, მას ცვლილებები არ განუცდია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.