საზოგადოება
რას ეძებს ხალხი ნაგავში

nagaviვის არ შესცოდებია ნაგავში ჩაყუდებული მოხუცი, ქილების, ბოთლებისა თუ საჭმლის ნარჩენების პოვნის იმედით რომ იქექება. საქინფორმმა ერთ ასეთ მოხუცს სწორედ ნაგვის ურნასთან მიაგნო, სხვათა შორის ეს ქალბატონი ხშირად შეგხვდებათ ვარკეთილის მეტროსთან, სადაც ბინას 130 ლარად ქირაობს, საარსებო მინიმუმის შოვნას კი ვაგზლის მოედანზე სიმღერით ახერხებს.

– ვაგზლის მოედანზე ვმუშაობ, ფანდურზე ვუკრავ და ვმღერი, კეთილი ხალხი მეხმარება, თუმცა, რაც მეტროთი მგზავრობა გაძვირდა, ჩემმა შემოსავალმაც საგრძნობლად იკლო, ამიტომ ახლა ბოთლებს ვეძებ, ჩავაბარებ და პურს მაინც ვიყიდი.

ჯიხურში, სადაც გაჭირვებული ხალხი ბოთლებს აბარებს, გვითხრეს, რომ პლასტმასის სამ ბოთლში ერთ თეთრს უხდიან, ხოლო ერთ ლუდის ბოთლში – 7თეთრს. ჯიხურის მეპატრონის თქმით, ბოთლების ჩამბარებელნი ერთ ჩაბარებაზე 5–6ლარს იღებენ, თავად რამდენად აბარებენ გაჭირვებული ხალხისგან ნაყიდ ბოთლებს, ამაზე საუბარი არ სურთ, თუმცა არ მალავენ, რომ რაც უფრო მატულობს ფასი პროდუქტზე, ნაკლებად იყრება ურნებში ნაგავი, შესაბამისად, ბოთლებსაც ნაკლებად აბარებენ ჯიხურში.