საზოგადოება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

       საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარესთან რიმა ბერაძესთან ერთად, საკრებულოში არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებს, სათვისტომოების ხელმძღვანელებს და ზემოაღნიშნული საბჭოს თავმჯდომარეს - რიტა ხიდირბეგიშვილს შეხვდა.

„აღნიშნული საბჭოს მიზანი დიასპორებსა და სათვისტომოებთან მჭიდრო და აქტიური კომუნიკაციაა. ამიტომ ჩვენ ხშირად ვიკრიბებით და კონკრეტული მიმართულებებისთვის აქტუალურ საკითხებს განვიხილავთ. ასევე ერთობლივად ვგეგმავთ მომავალ საქმიანობას და იმ საკითხების გადაწყვეტას, რომლებიც ამა თუ იმ მომენტისთვის ჩვენ წინაშე დგას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეხვედრაზე საბჭოს ჩატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც ეროვნული უმცირესობების დედაქალაქის მმართველობაში ჩართულობისა და ინტეგრაციისაკენ იყო მიმართული. ასევე განიხილეს სამომავლო - 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების პერსპექტივები.

 


საქინფორმი