სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

     საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მონიტორინგის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი გიორგი . და ააიპ „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირის“ ხელმძღვანელი მიხეილ .

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი . და მიხეილ . საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის შვილს.-, თელავში, სამხედრო ქალაქის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი ფართის მუდმივ სარგებლობაში და შემდგომ საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 4000 ლარის გადახდა მოსთხოვეს.

2018
წლის 27 ივნისს, მიხეილ -, გიორგი -სთან წინასწარი შეთანხმებით, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე სავაჭრო ცენტრლილო-მოლისმიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნულ მოქალაქეს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნახევარი – 2000 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 29 ივნისსთანხის დარჩენილი ნაწილი – 2000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. იმავე დღეს ბრალდებულის სახით გიორგი - დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.