აქტუალური
2018 წლის მაისში ქვეყნის ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა - საქსტატი

     საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. მაისში ქვეყნის ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2018 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 6,1 პროცენტი დაფიქსირდა“, – აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.

ასეთი მაჩვენებელი არის იმის დადასტურება, რომ მთავრობა ატარებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. ეს არის იმის დადასტურება, რომ რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ და დავაანონსეთ, ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპები იქნება აუცილებლად დაჩქარებული. მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი ეფექტი არის გაუმჯობესებული. აქ პირველ რიგში მინდა შევეხო ექსპორტის ზრდას, რომელიც მინდა შეგახსენოთ, რომ ამავე პერიოდის წინა წელთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი, რაც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო”, – განაცხადა საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.