აქტუალური
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში გახსნილ უბნებზე ხმათა უმრავლესობა მუჰარემ ინჯემ მიიღო

     საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში გახსნილ უბნებზე, ოფიციალური მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა მუჰარემ ინჯემ მიიღო. ოპოზიციის კანდიდატმა ხმების 49,32% მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი - 36,22%.

ოპოზიციურმა „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ საუკეთესო შედეგი აჩვენა საპარლამენტო არჩევნებზეც და ხმათა 37,2 პროცენტი მიიღო, მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ კი 28,7 პროცენტი.

საარჩევნო უბნები თბილისში, თურქეთის საელჩოს შენობაში და ბათუმში, გენერალურ საკონსულოში იყო გახსნილი. რეგისტრირებული 1799 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 590-მა მოქალაქემ დააფიქსირა, ბათილად 2 ბიულეტენი ჩაითვალა.

მუჰარემ ინჯემ როგორც თბილისის, ისე ბათუმის საარჩევნო უბნებზე მოიპოვა გამარჯვება. თბილისში მან ხმების 52,4 პროცენტი მიიღო, ბათუმში კი 45,2 პროცენტი.

ინჯემ ერდოღანზე უკეთესი შედეგი არაერთ ქვეყანაში აჩვენა, მათ შორის რუსეთში, უკრაინაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანში.

შეგახსნებთ, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოიპოვა. მა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 52,6% მიიღ.