რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამშობლოში დღეს დაბრუნდება

britainსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, უკვე მეცხრე დღეა, ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. იგი საქართველოში დღეს დაბრუნდება.

11 თებერვალს უწმინდესი კენტერბერიის მთავარეპისკოპოსს – როუენ უილიამსს შეხვდა. კათოლიკოს-პატრიარქმა მას თანმხლები პირები წარუდგინა და აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოში წარმომადგენლობითი დელეგაციით არის ჩამოსული, რაც ამ ქვეყნისადმი საქართველოს უდიდესი სიმპათიითაა გამოწვეული. მთავარეპისკოპოსმა კი შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის წინა ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა,რომ ხალხს ახსოვს ეს სტუმრობა და ამ ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა დიდ ბრიტანეთში ხშირად უნახავს. შეხვედრა ლამბერისის სასახლეში გაიმართა. გუშინვე კათოლიკოს-პატრიარქი ვესტმინსტერის სააბატოში ლორდთა პალატის წევრ ეპისკოპოს სტივენ პლატენსაც შეხვდა.