აქტუალური
შეგახსენებთ, რომ ყველა ოჯახისთვის 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერის გადაცემის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 11 თებერვალს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური საანგარიშო მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, სასურსათო ვაუჩერი ფასიანი ქაღალდია, რომლის ბანკში განაღდება იქნება შესაძლებელი. ამასთან, ვაუჩერის ყველა მფლობელს ასევე ექნება საშუალება, იგი ნებისმიერ სხვა ოჯახს დაუთმოს. ამ ღონისძიების განსახორციელებლად მთავრობა 30 მილიონ ლარს გამოყოფს, ვაუჩერების დარიგება კი მარტიდან დაიწყება.