აქტუალური
სამიგრაციო სკანდალი აშშ-ში: მშობლებს ბავშვებს ართმევენ და გალიებში ჰყავთ!

     საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. არალეგალური მიგრანტების დაახლოებით 2 000 ბავშვი აშშ-ში იზოლატორებში მშობლებისგან განცალკევებით მოათავსეს, რომლებმაც მიგრაციული კანონმდებლობა დაარღვიეს. მიგრანტებს, სხვა დარღვევების არარსებობის შემთხვევაშიც კი, ბრალს შესაბამისი მუხლით უყენებენ. მათი შვილები, რომლებსაც დანაშაულის ჩადენაში ბრალი არ ედებათ, იზოლატორებში გადაჰყავთ. ორგანიზაცია ProPublica-მ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელზეც იზოლატორში მშობლებისგან განცალკევებით მოთავსებული ესპანურენოვანი ბავშვების ტირილი ისმის. მათი ასაკი 4-დან 10 წლამდეა.

საიზოლაციო ცენტრები გადაკეთებული საწყობები ან სუპერმარკეტებია. მოზრდილი მიგრანტები ლითონის ბადით შემოღობილ სივრცეში გრძელ სკამებზე სხედან, ბავშვებიც მსგავს პირობებში არიან. „ერთ გალიაში 20 ბავშვია. იატაკზე მიმოფანტულია წყლის ბოთლები, ჩიფსის პაკეტები და ფოლგის თერმოსაბნები“, - იუწყება AP. დემოკრატი სენატორის პიტერ უელშის თქმით, „იზოლატორის პირობები ციხისგან დიდად არ განსხვავდება“.