უცხოეთი
ნეონაცისტები თეთრი სახლის წინ დემონსტრაციის გამართვას გეგმავენ

     საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. მიმდინარე წლის აგვისტოში, ვაშინგტონში ნეონაცისტები და რადიკალები აქციის გამართვას გეგმავენ. მათ თანხმობა ეროვნული პარკის ადმინისტრაციისგან უკვე მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ NBC ავრცელებს.

დემონსტრაცია 11-12 აგვისტოს, ლაფაიეტის პარკში გაიმართება, რომელიც ვაშინგტონში, თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

დემონსტრაციის ორგანიზატორი ულტრამემარჯვენე აქტივისტი ჯეისონ კესლერია. მისი თქმით, აქციაში 400-დან 500-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

შარშან ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში მიმდინარე ნეონაცისტების აქციაზე შეტაკებების შედეგად ერთი ქალი დაიღუპა. იგი კონტრაქციის მონაწილე იყო, რომელსაც ნეონაცისტმა ავტომობილი გამიზნულად დააჯახა.

1tv.ge