უცხოეთი
ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებს იმპორტზე ტარიფებს 22 ივნისს გაუზრდის

     საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებს იმპორტზე ტარიფებს 22 ივნისს გაუზრდის. ამის შესახებ ევროკომისიაში ოფიციალურად დაადასტურეს. 2,8 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ საქონელში ფოლადთან ერთად მოტოციკლები, ფორთოხლის წვენი, კოსმეტიკა, არახისის კარაქი და ჯინსები შედის.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ ტარიფების გაზრდა და გაერთიანებაში შედგენილი სია ყველაზე მეტად „წითელ შტატებს“, ანუ რესპუბლიკელების შტატებს დააზარალებს.

ევროკავშირის საპასუხო ტარიფების მეორე ეტაპი 2021 წლის მარტში დაიწყება. ევროპული გაერთიანება ამერიკის შეერთებული შტატების იმპორტზე 25, 35 და 50 პროცენტიან ტარიფებს დააწესებს. სხვადასხვა ამერიკული საქონელის საერთო ღირებულება 3,6 მილიარდი ევრო იქნება.

ევროკავშირმა საპასუხო ზომების მიღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პირველ ივნისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპის ალუმინსა და ფოლადზე ტარიფები დააწესა.

1tv.ge