დევნილებს, რომლებმაც ბინების გადაცემის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გამართეს, დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა
საზოგადოება
დევნილებს, რომლებმაც ბინების გადაცემის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გამართეს, დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა

     საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. დევნილებს, რომლებიც ზუგდიდში, დევნილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონულ ოფისთან აქციას მართავდნენ, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია შეხვდა.

მურად აბლოთიას თქმით, ამ ეტაპზე 240-მა ოჯახმა მიიღო ბინა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ნგრევად ობიექტებში და საბავშვო ბაღის შენობებში ცხოვრობდნენ. ასეთი 101 ოჯახია. ასევე, ბინები გადასცეს 139 ოჯახს ქულების მიხედვით. მისივე თქმით, სულ 6 000-მდე განცხადება იყო შესული.

სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდებიან ყველა უკმაყოფილო ოჯახს. მომავალ წელს კი კიდევ 360 ოჯახი მიიღებს ბინას“, – აცხადებს დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელოს რეგიონულ ოფისთან მიმდინარე აქციაზე დევნილები საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.