სამართალი
სააკაშვილის პარტიის წევრს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ აზერ სულეიმანოვს ბრალი მოქალაქეზე ძალადობაში წაუყენეს

     საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აზერ სულეიმანოვს ბრალდება ძალადობის მუხლით წარედგინა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, რუსთავის რაიონულ პროკურატურაში სულეიმანოვი გამოკითხვაზე და ბრალის წარდგენის პროცედურაზე თითქმის ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

აზერ სულეიმანოვი მისი მხრიდან ყოველგვარ ძალადობას გამორიცხავს.

ეს არის პროკურატურის პოლიტიკის მორიგი თამაში ჩვენი,ნაციონალური მოძრაობისწევრების წინააღმდეგ. ეს იყო უბრალოდ შაბლონური კითხვები. მე არ ვარ დამნაშავე ადამიანი. დაკითხული ადამიანებიდან ყველა იყოქართული ოცნებისმაჟორიტარი დეპუტატები და მარნეულის რაიონული ორგანიზაციის წევრები, ვითომ იყო მის ფაქტიო. მე არ მესმის ერთი რაღაც. ეს ადამიანი, რომელიც იყო რუსთაველის გამზირზე, ზაზა სარალიძის აქციაზე და ჰქონდა ჩართვა, ეს ადამიანი არის რამდენიმე წელი ოცნების ძალიან აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი, მოვიდა და ჩემი თხოვნა იყო, თუ რატომ ლაპარაკობდანაციონალური მოძრაობისსახელით, მეტი არაფერი. გამოდის, რომ ოცნების შორის რაღაცა დაპირისპირება მოხდა და მე ვარ ახლა ორი ოცნების, ივანიშვილისა და აბაზოვის ადვოკატი პროკურატურაში. სულ ორი წუთი იყო ჩაიხანაში და იქ იყო ოცნების რამდენიმე დეპუტატი და მხარდამჭერი, რამდენიმე ჩვენი მეგობრები. ამ ადამიანმა ბოდიში მოიხადა და წავიდა სახლში. ვიფიქრე, წავიდა სახლში ოცნების აქტივისტებთან, მე რა შუაში ვარ. ეს არის ივანიშვილის პროკურატურის პოლიტიკური თამაში. ოცნება სერიოზულ კრიზისშია, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ“, – განაცხადა სულეიმანოვმა.

აზერ სულეიმანოვის მიმართ პროკურატურა აღმკვეთ ღონისძიებად არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს.

როგორც მარნეულის ინციდენტში დაზარალებული ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატმა ეკატერინე მიდოდაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენებაში ამბობს, რომ აზერ სულეიმანოვმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო თემურ აბაზოვი სექსუალური ძალადობით დაემუქრა.