მარნეულის უკვე ყოფილ მერს თემურ აბაზოვს ბრალი მოქალაქისადმი არაადამიანურ მოპყრობაში წარუდგინეს
სამართალი
მარნეულის უკვე ყოფილ მერს თემურ აბაზოვს ბრალი მოქალაქისადმი არაადამიანურ მოპყრობაში წარუდგინეს

     საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს თემურ აბაზოვის ადვოკატმა ზვიად ასათიანმა დაუდასტურა.

ზვიად ასათიანი აცხადებს, რომ დაკავებული დუმილის უფლებით სარგებლობს.

ადვოკატის თქმით, თემურ აბაზოვი თავს კარგად გრძნობს, სხვა დეტალებზე კი ვერ ილაპარაკებს, რადგან ამ დრომდე საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ მიეცა.

მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდებულად დააკავა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის პარტია ქართული ოცნებიდანრამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე .- მიმართ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდისქართული ოცნებისთავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულის სათემო რადიომ, ასევე, სტუდიამონიტორმარეპორტაჟები მოამზადეს. რეპორტაჟში ლაპარაკია იმაზე, რომ პირი, რომელიც სავარაუდოდ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლია, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჩაწერილ ვიდეოშიქართული ოცნებისწარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მოგვიანებით სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის.