ოფიციალური რომი საფრანგეთის პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ელოდება
უცხოეთი
ოფიციალური რომი საფრანგეთის პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ელოდება

     საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. იტალიის მიგრაციული პოლიტიკის გაკრიტიკების გამო, ოფიციალური რომი საფრანგეთის პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ელოდება. ამის შესახებ იტალიის ვიცე-პრემიერმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.

„ჩვენ ბოდიშს ველით. ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ახალი გზის დაწყება. ჯერ კიდევ არის დრო ნაბიჯის უკან გადასადგმელად. ბოდიში, ამის შემდეგ დაიწყება ყველაფერი თავიდან“ – აღნიშნა დი მაიომ რადიოინტერვიუში.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიგრანტების გემის, Aquarius-ისთვის პორტების დახურვით, იტალიის მთავრობამ „ცინიკურად და უპასუხისმგებლოდ“ იმოქმედა.

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე 15 ივნისს, ემანუელ მაკრონთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას არ გამორიცხავს.

გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონმა კონტეს ტელეფონით დაურეკა.

1tv.ge