ხულოს რაიონში თოვლის საფარმა 4 მეტრს მიაღწია
აჭარის მაღალმთიან რაიონებში ისევ დიდთოვლობაა. ხულოს რაიონში თოვლის საფარმა 4 მეტრს მიაღწია. რაიონის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ინტენსიურად მიმდინარეობს ცენტრალური და თემებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები. რაიონში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფი, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციებში მოსახლეობას დახმარებას გაუწევს.
გუშინ, გვიან ღამით, ელექტროენერგია რაიონის 60 პროცენტს მიეწოდებოდა. დიდთოვლობის გამო, ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები მოსახლეობას ხშირად ექმნება.