ნადეჟდა სავჩენკომ პუტინს რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელების გათავისუფლება სთხოვა
უცხოეთი
ნადეჟდა სავჩენკომ პუტინს რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელების გათავისუფლება სთხოვა

     საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. ყოფილი სამხედრო მფრინავი და უკრაინის რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო რუსეთის პრეზიდენტს უკრაინელი პოლიტპატიმრების შეწყალებას სთხოვს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავჩენკომ ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა, რომლის ასლი მან საკუთარ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

სავჩენკომ პუტინს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფი 66 უკრაინელის პატიმრობიდან გათავისუფლება სთხოვა.

„რუსეთში პატიმრობაში მყოფი ჩემი თანამემამულეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. დრო გადის – საათები და დღეები, მათი მდგომარეობა კი უარესდება. მათზე დარდმა მაიძულა პირადად თქვენთვის მომემართა“, – წერს ნადეჟდა სავჩენკო.

წერილს თან ერთვის იმ უკრაინელების სია, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე პატიმრობაში იმყოფებიან. მათგან რამდენიმეს შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

1tv.ge