მადლობა ნდობისთვის, ეს არის დიდი პატივი, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა! - საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა
პუბლიკაციები
მადლობა ნდობისთვის, ეს არის დიდი პატივი, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა! - საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა

     საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტიელბა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენის შესახებ, გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ბახტაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებს. 2013 წლის აპრილიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე იყო სსსაქართველოს რკინიგზისგენერალური დირექტორი, 2010-2012 წლებშისაქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი, 2007-2008 წლებშისასტუმროების ქსელრჩეულისსამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო 2005-2006 წლებშისსსაქართველოს რკინიგზისპროექტის მენეჯერი. მამუკა ბახტაძე არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამასთან, ფლობს . ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს კი INSEAD-ის ბიზნესსკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია.

მადლობა ნდობისთვის, ეს არის დიდი პატივი, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა, პარლამენტში წარვდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება პრიციპებზეეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

მისივე თქმით, ამ კუთხით ქართულ ოცნებას აქვს დიდი წარმატებები და ამას სჭირდება გარღმავება და გამტკიცება. ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა მიმართულებით. ჩვენვე ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს ახალი სამართლიანი წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს, ჩვენს ყველა მოქალაქეს. შევამცირებთ ჩამორჩენას, უზრუნველვყოფთ დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და გაძლიერებას. საქართველოს სჭირდება მცირე და ამავე დროს, მოქნილი სამთავრობო უწყებები. მიზანშეწონილად მიმაჩნია, გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ინსტიტუციებზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.