სამართალი
საქართველოს პარლამენტის დეპუტატის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო

     საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურამ პარლამენტის დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი აზერ სულეიმანოვი მარნეულის მკვიდრის ელჩინ ალახვერდიევის მიმართ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამშაბათს „სტუდია მონიტორმა", რომელიც ჟურნალისტური გამოძიებითაა დაკავებული, სიუჟეტი გაავრცელა, თუ როგორ გაუსწორდნენ მარნეულის მკვიდრს, რომელმაც თბილისში გამართულ აქციებზე უცენზუროდ მოიხსენია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა (მარნეულის საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან — რედ.) და მოქალაქე .- ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა", — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი „ნაცმოძრაობის" ოფისში მოხდა. ელჩინ ალახვერდიევი ერთ-ერთი რესტორნის ტერიტორიაზე გაიყვანეს, სადაც მათ მარნეულის მერი აბაზოვი ელოდა. აბაზოვმა ალახვერდიევს სახეში შეაფურთხა, ხელი გაარტყა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო „ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის.
ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ელჩინ ალახვერდიევი აიძულეს მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.
ოთხშაბათს დილით გავრცელდა ინფორმაცია მარნეული მერის თემურ აბაზოვის დაკავების შესახებ, რომლის წინააღმდეგ გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რამინ ალახვერდიევისა და მოქალაქე ე.გ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან 180-დან 240 საათამდე ვადით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რაც ისჯება ჯარიმით ან 180-დან 240 საათამდე ვადით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.