აქტუალური
მოსაშვილზე სროლის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

     საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ეზოში ერთი პირი იდგა, რომელსაც მანქანიდან სროლა დაუწყეს. ამასთან, ისროდა აღნიშნული პირიც.

მოვიდა მანქანა და რამდენიმე პირი გადმოვიდა, დაუწყეს ამ პირს სროლა. ეს პირიც ესროდა, ორმხრივი სროლა იყო. ამის შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და გაიქცნენ“, – განუცხადა თვითმხილველმა პირველ არხს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე ათამდე მასრა იყო დაგდებული და ისინი რამდენიმე ადგილზე ეყარა.

12 ივნისს თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.