აქტუალური
ადვოკატი - ელჩინ ალახვერდიევის ჩვენებით, აზერ სულეიმანოვმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო თემურ აბაზოვი სექსუალური ძალადობით დაემუქრა

     საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა დამამცირებელ, არაადამიანურ მოპყრობას, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფასა და სექსუალური ძალადობის მუქარას, – ამის შესახებ დაზარალებულ ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატმა ეკატერინე მიდოდაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, სექსუალური ძალადობის მუქარას ადგილი კონკრეტულად მარნეულის მერის თემურ აბაზოვის მხრიდან ჰქონდა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩვენება უკვე მისცა. დღეს დავესწარი მხოლოდ და მხოლოდ დადგენილების გამოტანას. ის უკვე დაზარალებულად არის ცნობილი. მას გაესაუბრა ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელი. თითქოს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თვითონ ელჩინ ალახვერდიევი დაიკარგა და მას ოჯახის წევრები ეძებდნენ. ეს არის სრული სიცრუე, აქ იმყოფება და მიმდინარეობს კიდევ სხვადასხვა პროცედურის განხორციელება“, – განაცხადა ადვოკატმა.

ეკატერინე მიდოდაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აზერ სულეიმანოვზე ჩვენებაში ძირითადად ყვება, რომ სულეიმანოვმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სულეიმანოვზე ძირითადად ჰყვება, რომ მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სახეში სილა გაარტყა. პირველადნაციონალური მოძრაობისოფისში მოხდა მოქმედება, შემდეგ გადაინაცვლა ჩაიხანას მოპირდაპირე ტერიტორიაზე. დაზარალებული მივიდა ოფისში, დაიბარეს, რადგან გარკვეულიყო სიტუაცია, თუ რატომ მიაყენა აქციაზე შეურაცხყოფა მარნეულის მერის მეუღლეს. ვინაიდან ეს მან სპონტანურად გააკეთა და არცქართული ოცნებისმხარემ იცოდა ამის შესახებ და არცნაციონალური მოძრაობისმხარემ, უბრალოდ ამის გარკვევა უნდოდათ, ერთმანეთს აბრალებდნენ, რომ ჩვენ ეს არ გვითქვამს, რომ ასე მოქცეულიყო და შეურაცხყოფა მიეყენებინა, არათქვენ უთხარითო. ასეთი დიალოგი იყო მათ შორის და ამის გარკვევა და აღმოფხვრა უნდოდათ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი რომელიმე პარტიის აქტივისტი არ ყოფილა.

უბრალოდ განაწყენებული იყო მერზე. მან იმიტომ მიაყენა აქციაზე შეურაცხყოფა, რომ რამდენჯერმე მისული იყო მასთან დასაქმების კუთხით, თემურ აბაზოვმა არ მოუსმინა და კაბინეტიდან გააძევა“, – განაცხადა დაზარალებულის ადვოკატმა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აზერ სულეიმანოვმა რუსთავის პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით არაფერი იცის და აღნიშნა, რომ დაზარალებულს არ იცნობს.

საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქალაქ მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ბრალდებულად იქნა დაკავებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობიდანაზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის პარტიაქართული ოცნებიდანრამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე .- მიმართ. განცხადება ამის შესახებ მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.