აქტუალური
მოზარდების მკვლელობის საქმე - საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოსაკითხთა სია ცნობილია

     საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოსაკითხ პირთა სია ცნობილია.

როგორც სხდომაზე კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, კომისიის ფარგლებში პირველ რიგში მოკლული მოზარდების ოჯახის წევრები დაიკითხებიან.

სარალიძისა და დადუნაშვილის შემდეგ საგამოძიებო კომისია გამოჰკითხავს ოჯახის ადვოკატებს. კომისიის ფარგლებში დაიბარებენ: შს მინისტრ გიორგი გახარიას, მის მოადგილეს ნათია მეზვრიშვილს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს.

ასევე გამოიკითხება ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, საქმის პროკურორები და თბილისის პროკურორი.

გარდა ამისა, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოჰკითხავენ პატიმრობაში მყოფ მირზა სუბელიანსა და მერაბ მორჩაძეს, ასევე მიხეილ კალანდიას.

კომისიის სხდომაზე გამოიკითხებიან არასრულწლოვნები და საქმის გამომძიებლებიც. როგორც ცნობილია, რიგითობის პრინციპი დადგენილი არ არის.

ცნობილი გახდა, რომ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში სახალხო დამცველიც ჩაერთვება.

საგამოძიებო კომისიის სხდომები მიმდინარე კვირაში გაიმართება.