მარგარიტა სიმონიანმა განმარტა - რატომ არ გადაარჩენს რუსეთი საქართველოს
აქტუალური
მარგარიტა სიმონიანმა განმარტა - რატომ არ გადაარჩენს რუსეთი საქართველოს

     საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს Россия сегодня და ტელეარხ RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა გამოთქვა მოსაზრება, თუ რომელ ქვეყნებს უნდა დაეხმაროს რუსეთი.

„სირიამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა. ჰოდა, ძალიანაც კარგი. საერთოდ, ჩვენ მხოლოდ ის ქვეყნები უნდა გადავარჩინოთ, რომლებიც: ა) აღიარებენ რუსულ ყირიმს; ბ) აღიარებენ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაღიარებთ; გ) გმობენ და მხარს არ უჭერენ ჩვენ წინააღმდეგ სანქციებს. და ეს მინიმუმია. იმიტომ რომ კმარა“, - დაწერა მან Telegram-ში.