საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ავსტრიის ხელისუფლებას აკრიტიკებს. ამის მიზეზი ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის გადაწყვეტილებაა, დახუროს შვიდი მეჩეთი და გააძევოს ქვეყნებიდან ათობით იმამი. გამოცემა Hurriyet daily news-ის ინფორმაციით, ერდოღანმა განაცხადა, რომ ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილება ავსტრიაში მცხოვრები 250 ათასი თურქის უფლებებს ლახავს.
„მოვუწოდებ ავსტრიის მთავრობის მეთაურს, თქვენ ახალგაზრდა ხართ და გამოცდილება გჭირდებათ. თქვენი გამოუცდელი ქმედებები შესაძლოა, ძალიან ძვირი დაგიჯდეთ“,- განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ავსტრიის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, „ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა“ გამოიწვიოს.
„ასევე მოვუწოდებ მთელ დასავლეთს, განსაკუთრებით გერმანიას, საღ ჭკუაზე მოიყვანეთ თქვენი კაცი. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია შესაძლოა, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, თურქეთს მზად აქვს საპასუხო ზომები, რაც წინააღმდეგობას გაუწევს თურქების შევიწროებას.
1tv.ge