აქტუალური
რუსულმა კომპანიამ, შესაძლოა, საქართველოში ახალი ელექტროგადამცემი ხაზები ააშენოს

     საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში ქსელური ინფრასტრუქტურის პროექტების რეალიზაცია და ახალი, მათ შორის სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადამცემი გაზების მშენებლობის საკითხები განიხილებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური ქსელური კომპანიის“ (ФСК ЕЭС) ხელმძღვანელთან ანდრეი მუროვთან.

„ფედერალური ქსელური კომპანიის“ დელეგაცია მმართველობის თავმჯდომარის ანდრეი მუროვის ხელმძღვანელობით საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და მთავრობის წარმომადგენლებსა და ერთობლივი კომპანია „საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელობას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილებოდა საქრუსენერგოსელექტროქსელების ფუნქციონირების საიმედოობის, საქართველოს ტერიტორიაზე დიდი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე პროექტების რეალიზაციის, ახალი, მათ შორის სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის საკითხები“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მხარეებმა ასევე განიხილეს „საქრუსენერგოს“ განვითარების სტრატეგია 2020 წლამდე და კომპანიის ძირითადი საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლების 2030 წლამდე დადებითი დინამიკა დააფიქსირეს.

როგორც Sputnik-საქართველო იუწყება, საქრუსენერგორუსულ-ქართული სააქციო საზოგადოებაა, რომელიც 1996 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის უწყვეტი საიმედო გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა. საწესდებო კაპიტალის 50-50% საქართველოს საწარმოების მართვის სააგენტოსა და ФСК ЕЭС- ეკუთვნის. სს საქრსენერგოსბალანსზე გადაცემულია ელექტროგადამცემი სახელმწიფოთაშორისი ზები, რომლებიც საქართველოს ენერგოსისტემას მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან აკავშირებს. ეს არის მაღალვოლტიანი ხაზები კავკასიონი“, „მუხრანი“, „გარდაბანი“, „აჭარადა ასევე შიდა მაღალვოლტიანი ხაზების სისტემაშემქმნელი ქსელი.