სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, ევროპაში უვიზოდ უკრაინის 555 ათასმა მოქალაქემ იმოგზაურა
უცხოეთი
სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, ევროპაში უვიზოდ უკრაინის 555 ათასმა მოქალაქემ იმოგზაურა

     საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ამოქმედებული უვიზო მიმოსვლის ერთი წლის თავი ძალიან კარგი პასუხია მათთვის, ვისაც უკრაინის მიმართ ბოროტი განხზრახვა აქვს.

„ეს არის პასუხი იმ ადამიანებისადმი, რომლებიც გვარწმუნებდნენ, რომ უვიზო მიმოსვლას ვერასდროს მივიღებდით. 555 ათასზე მეტი მოგზაური ერთი წლის განმავლობაში არის იმის დასტური, რომ ჩვენ ამას თავი გავართვით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, უკრაინასა და ევროკავშირს შორის სავიზიო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, ევროპაში უვიზოდ 555 ათასმა უკრაინელმა იმოგზაურა. ამასთან, 2017 წლის განმავლობაში, ევროპის ქვეყნებში შესვლაზე უარი უკრაინის 44 ათას მოქალაქეს უთხრეს.

1tv.ge