საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის უახლესი მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გრიპით 381 ადამიანი დაინფიცირდა.
ვირუსული გრიპით, საქართველოს მასშტაბით, სულ 16 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების უმეტესი შემთხვევები ქრონიკული დაავადებების გამწვავების გამო მოხდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ გააჩნია, რადგან სეზონური გრიპის მატების პერიოდი სწორედ იანვარ–თებერვალია, გაზაფხულიდან კი გრიპის შემთხვევების კლებას ელოდებიან.