უცხოეთი
კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპს მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის ფხენიანში ეპატიჟება

     საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის ფხენიანში ეპატიჟება. ინფორმაციას, სამხრეთ კორეული გამოცემა ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც პირველ ივნისს ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პრეზიდენტ ტრამპს გადასცა.

როგორც სააგენტო “კიოდო” წერს, იმ შემთხვევაში, თუ 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი სამიტი დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის წარმატებით ჩაივლის, მოლაპარაკების მეორე რაუნდი ივლისში, მესამე კი შესაძლოა, უკვე ვაშინგტონში სექტემბრის თვეში გაიმართოს.

1tv.ge