ევროპელი ლიდერები ტრამპს „დიდი შვიდეულის“ ფორმატში რუსეთის დაბრუნების ინიციატივისთვის აკრიტიკებენ
უცხოეთი
ევროპელი ლიდერები ტრამპს „დიდი შვიდეულის“ ფორმატში რუსეთის დაბრუნების ინიციატივისთვის აკრიტიკებენ

     საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. დიდი შვიდეულის ფორმატში რუსეთის დაბრუნების ინიციატივის გამო, დონალდ ტრამპი მოკავშირეების კრიტიკის ობიექტი გახდა.

ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთს გაერთიანების შემადგენლობაში დასაბრუნებლად საჭირო პირობები არ შეუსრულებია.

ინიციატივას მანამდე არ დაუჭერენ მხარს დიდი ბრიტანეთი და კანადა, ვიდრე რუსეთი ყირიმს უკრაინას არ დაუბრუნებს.

დონალდ ტრამპი გააკრიტიკა ჯონ მაკკეინმაც. რესპუბლიკელი სენატორის შეფასებით, ქვეყნის ლიდერს მოკავშირეების მიმართ აგდებული დამოკიდებულება აქვს, მოწინააღმდეგეებს კი პატივისცემით ეპყრობა.

კანადაში მიმდინარე სამიტზე დიდი შვიდეულის ლიდერები რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ერთობლივი "სწრაფი რეაგირების მექანიზმის" შექმნაზე შეთანხმდნენ.

rustavi2.ge