აქტუალური
ევროპამ ირანს აშშ-ის ანტიირანული ზეწოლა უნდა აუნაზღაუროს - მუჰამედ ჯავად ზარიფი

     საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა წერილი მისწერა კოლეგებს - იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებმაც 2015 წელს ხელი მოაწერეს ერთობლივ ყოვლისმომცველ მოქმედების გეგმას, სადაც ნათქვამია, რომ თეირანი მათგან კომპენსაციას ელოდება, თუკი აშშ კვლავ შემოიღებს სანქციებს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. „იმისათვის, რომ ბირთვული შეთანხმება გადარჩეს, დანაჩენმა მონაწილეებმა და ეკონომიკურმა პარტნიორებმა უპირობო კომპენსაცია უნდა უზრუნველყონ“, - დაწერა მუჰამედ ჯავად ზარიფმა ტვიტერზე.

მან ვაშინგტონის მოქმედებას „თანდათან გაფართოებადი ეკონომიკური დაცინვა უწოდა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო შეთანხმებისთვის, არამედ სამართლის მრავალმხრივობისა და უზენაესობისთვის“. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი, პირველ რიგში, ევროკავშირის სამი ქვეყნის - საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთისადმია მიმართული.