ევროკავშირი აშშ-ის ანტიირანულ სანქციებს უგულებელყოფს
პოლიტიკა
ევროკავშირი აშშ-ის ანტიირანულ სანქციებს უგულებელყოფს

     საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. „ევროკომისიამ დაამტკიცა წესდება დაბლოკვის შესახებ და ევროპის საინვესტიციო ბანკის საგარეო დაკრედიტების მანდატი, რაც საშუალებას მისცემს ევროპულ კომპანიებს, რომლებიც ირანთან ბიზნესის წარმოების პრობლემებს წააწყდებიან, უგულებელყონ აშშ-ის სანქციები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ“, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle. „ჩვენი გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, ევროკავშირის ინტერესები დავიცვათ და ევროპული კომპანიები ვაშინგტონის ზეწოლას ჩამოვაშოროთ“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს ამ ცვლილებების წინააღმდეგ აზრის გამოთქმისთვის ორი თვე აქვთ. უთანხმოებისა და წინააღმდეგობის არარსებობის შემთხვევაში ნორმები ძალაში ამ წლის აგვისტოს დასაწყისში შევა.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლის შესახებ განაცხადა.