აქტუალური
გარდაიცვალა როლანდ ჯალაღანია

     საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. საქინფორმი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 6 ივნისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა გაზეთ „ილორის“ მთავარი რედაქტორი, ცნობილი ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე როლანდ ჯალაღანია.

საქინფორმის კოლექტივი გულწრფელად თანაუგრძნობს როლანდ ჯალაღანიას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ჩვენი მეგობრის ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში!

პანაშვიდი: 7 და 8 ივნისს.
გამოსვენება შაბათს, 9 ივნისს, 14 საათზე.
მისამართი:
ნადიკვარის მესამე ქუჩა N11.