საზოგადოება
გაფიცვისა და შიმშილობის მესამე დღეს თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა

     საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. მადლობა მეტროს მემანქანეებს, რომ მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა, მოხდა შეთანხმება და მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს. შედეგი სახეზეა, მეტრო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მეტრომ მუშაობა განაახლა. რაც შეეხება პროცესს, გუშინ ღამით შედგა შეხვედრა ჩვენსა და გაფიცულ მემანქანეებს შორის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ არსებულ მდგომარეობაზე. ჩემი მხრიდან იქნა მიწოდებული ზუსტი ინფორმაცია, რა ხდება კომპანიაში ფინანსურად, მოვისმინეთ მათი მხრიდან პრობლემები, რომელიც აწუხებთ მემანქანეებს. მივეცი პირობა, რომ 2019 წელს აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს და, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სამუშაო პირობები მათთვის იყოს გაუმჯობესებული”, – აღნიშნა კახი კალაძემ.

მისივე თქმით, დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია.

მადლობა მემანქანეებს, რომ მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა, მოხდა შეთანხმება და შეიძლება ითქვას, რომ მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს. შედეგი სახეზეა, მეტრო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მადლობა ავტობუსის მძღოლებს შრომისთვის, რაც მათ გაწიეს ამ დღეების განმავლობაში, მართლაც დასაფასებელია. მესმის, რომ რთული იყო ამ პირობებში მუშაობა. განსაკუთრებული მადლობა ხალხს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. დასაფასებელია და ვამაყობ, რომ ვგრძნობდი ამ თანადგომას”, – განაცხადა კახი კალაძემ.