სამართალი
რუსმა სამხედროებმა სოფელ ხურვალეთის მკვიდრი დააკავეს

     საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. რუსმა სამხედროებმა სადემარკაციო ხაზთან სოფელ ხურვალეთის მკვიდრი დააკავეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, თემო ხუხაშვილი სოფელ წითელუბნის საძოვარზე საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.

მწყემსი ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.